Accentnews.ge
გამოკითხვა: რუსეთის მოქალაქეების ¾ პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულებას მხარს არ უჭერს

გამოკითხვა: რუსეთის მოქალაქეების ¾ პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულებას მხარს არ უჭერს

29/06/2020 13:04:39 მსოფლიო

პრეზიდენტი პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდამჭერ (28%) და მოწინააღმდეგე (32%) მოქალაქეთა წილები დიდად არ განსხვავდება, თუმცა იმ ცვლილებას, რომელიც პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულებას ეხება, რესპონდენტთა ¾ მხარს არ უჭერს. ამასთან, 1 ივლისისთვის დაგეგმილ ე.წ. პლებისციტში მონაწილეობას გამოკითხულთა 60% გეგმავს, - ასეთია ქვეყანაში ჩატარებული უახლესი სატელეფონო გამოკითხვის შედეგები.

სატელეფონო გამოკითხვა ქოლ-ცენტრმა BCG Group ჩაატარა. ნომრები შემთხვევითი პრინციპით შეირჩა. სულ გამოიკითხა 1267 რესპონდენტი.

ცვლილებების მხარდამჭერთა უმრავლესობა – 48% მოტივად იმას ასახელებს, რომ “პრეზიდენტ პუტინის ყველა გადაწყვეტილებას უჭერს მხარს", 40% - რომ მისთვის “მისაღებია ზოგიერთი ცვლილება პაკეტიდან”, 30% - რომ “მხარს უჭერს პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულებას”. მოწინააღმდეგეთა არგუმენტები კი ასეთია: 63% - "ზოგიერთი ცვლილება არ მომწონს”, 58% - "პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულებას არ ვეთანხმები”. მათგან, ვინც ე.წ. პლებისციტში მონაწილეობას არ აპირებს, 55% ამბობს, რომ შედეგი წინასწარვეა განსაზღვრული, 35% - რომ პლებისციტს ბოიკოტს უცხადებს.

"თუ გავითვალისწინებთ, რომ ცვლილებების მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა ხმების რაოდენობა დაახლოებით ტოლია, ხელისუფლებას პლებისციტის შედეგების თავის სასარგებლოდ “გადახრა” არ გაუჭირდება, თუმცა დამაჯერებელი გამარჯვების გაფორმება მისთვის მარტივი არ იქნება, რადგან ხმის ცვლილებების წინააღმდეგ მიმცემთა სეგმენტი საკმაოდ მრავალრიცხოვანია", — ნათქვამია კვლევის შემაჯამებელ დოკუმენტში.

  • ე.წ. პლებისციტის ძირითადი დღე 1 ივლისია, რომელიც ქვეყანაში უქმედ გამოცხადდა, თუმცა რეალურად, რიგ რეგიონებში იგი უკვე 25 ივნისიდან მიმდინარეობს, ასევე ტარდება ონლაინ და "კარდაკარის" პრინციპით.
  • საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი პრეზიდენტი პუტინია. ერთ-ერთი ძირითადი ცვლილება მისი საპრეზიდენტო ვადების “განულებას” შეეხება, რაც პუტინს შესაძლებლობას მისცემს, ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე რჩებოდეს.
  • მოქალაქეთა აქტივობის 4 დღის მაჩვენებელმა 37,2% შეადგინა. სულ ამ დროისთვის საკუთარი პოზიცია 40 000-ზე მეტ მოქალაქეს აქვს დაფიქსირებული, - იუწყება რუსეთის ცსკ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S