Accentnews.ge
გოფოძე: „ცხელების ცენტრში“ მიმართვიანობ შედარებით იკლო და ეს კარგია“

გოფოძე: „ცხელების ცენტრში“ მიმართვიანობ შედარებით იკლო და ეს კარგია“

29/06/2020 11:13:13 საზოგადოება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ბოლო პერიოდში „ცხელების ცენტრში“ მიმართვიანობ შედარებით იკლო.

„ეს კარგია, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ თანდათანობით მუშაობის ჩვეულ რეჟიმში შეიძლება გადავიდეთ”, - განაცხადა გოფოძემ.

მისივე თქმით, კლინიკაში 8 კოვიდ–ინიცირებული აგრძელებს მკურნალობას:

„8 კოვიდინფიცირებული გვყავს. ვფიქრობთ, რომ დღეს ერთი შეიძლება, გავუშვათ, გააჩნია, როგორი იქნება ფილტვის მდგომარეობა, კორონავირუსზე ნეგატიური პასუხი არის, მაგრამ მაინც რჩება პნევმონია, დღეს გადაკონტროლდება.

რაც შეეხება მძიმე პაციენტს, მისი მდგომარეობა თანდათანობით გაუმჯობესდა, ბევრად უკეთ არის, მართვით სუნთქვაზე კი რჩება, მაგრამ ფილტვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა“.

ცნობისთვის: ამჟამად საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 120 აქტიური შემთხვევაა, მათგან ინფიცირების ორი შემთხვევა აღირიცხა ბოლო 24 საათში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S