კიდევ ერთი დაავადება, რომელიც კოვიდ–ინფიცირებულისთვის ვირუსის გამწვავების რისკს ზრდის
29/06/2020 11:18:39 მსოფლიო
აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) სიაში კიდევ ერთი დაავადება შეიყვანა რომელიც უწყების ცნობით, კოვიდ–ინფიცირებულისთვის Covid-19-ის გამწვავების რისკს ზრდის.
ამჯერად საუბარია ნამგლისებრუჯრედოვან ანემიაზე, რომელიც განპირობებულია ჰიპოქსიის პირობებში შეცვლილი სტრუქტურის მქონე ჰემოგლობინის არსებობით. იგი გავლენას ახდენს სისხლის წითელ უჯრედებზე, რომელიც მთელ ორგანიზმში უჯრედებს ჟანგბადს გადასცემს.
”არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ზრდის რისკს COVID-19–ით ინფიცირებულ ადამიანს დაავადება გაუმწვავდეს", –აცხადებენ აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ კოვიდ–ინფიცირებულისთვის Covid-19-ის გამწვავების რისკს რიგი ქრონიკული დაავადებები, მათ შორის ციროზი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 500 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 016 000–ს გადააჭარბა, 5 557 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 926-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 791 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.
წყარო: bestlifeonline


