ლავროვის უწყების თანამშრომლების ნახევარმა კორონავირუსი გადაიტანა, არის ერთი გარდაცვლილიც
29/06/2020 10:05:37 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაახლოებით ნახევარმა კორონავირუსი გადაიტანა, ერთი თანამშრომლის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.
ამის შესახებ რუსულ მედიას უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა უამბო.
მან აღნიშა, რომ კოვიდ-ინფიცირების შემთხვევები სამინისტროს როგორც ცენტრალურ აპარატში, ისე ტერიტორიულ ორგანოებშიგამოვლინდა, თუმცა უმრავლესობამ ვირუსი მსუბუქი ფორმით გადაიტანა.
რაც შეეხება გარდაცვლილ მამაკაცს, იგი 62 წლის იყო და სავარაუდოდ, მეუღლისგან დაინფიცირდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მუშაობს.
სულ რუსეთში ამ დრომდე კოვიდ-ინფიცირების 641 156 შემთხვევაა აღრუცხული, მათგან 6 719 — ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ეპიდემიის დაწყების დროიდან დღემდე 9 166 მოქალაქეა გარდაცვლილი.


