Accentnews.ge
თბილისის მოსახლეობის რა ნაწილმა გადაიტანა COVID-19 უსიმპტომოდ – კვლევის შედეგები

თბილისის მოსახლეობის რა ნაწილმა გადაიტანა COVID-19 უსიმპტომოდ – კვლევის შედეგები

29/06/2020 09:54:21 საზოგადოება

თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში COVID-19 სეროპრევალენტობის კვლევის წინასწარი შედეგები ცნობილია. კერძოდ, „კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 1068 პირმა თბილისის ათივე რაიონიდან. მათგან ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული დაუდასტურდა 10 პირს. სეროპრევალენტობის შეუწონავმა მაჩვენებელმა შეადგინა 0.94%. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის რაიონული, სქესობრივი და ასაკობრივი განაწილების მიხედვით მონაცემების შეწონვის შემდეგ სეროპრევალენტობამ შეადგინა 1.18%“,– ნათქვამია კვლევის წინასწარ შედეგებში.

კვლევა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა თბილისში 2020 წლის 18-27 მაისს ჩაატარა და იკვლევდა თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში კორონავირუსის ანტისხეულების არსებობას.

ამგვარი კვლევებით დგინდება, მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი ვირუსი უსიმპტომოდ.

"კვლევაში გამოყენებული იყო საერთაშორისოდ ვალიდირებული სანდო ტესტ-სისტემა. მიუხედავად ამისა, ჯვარედინი რეაქცია სხვა კორონავირუსულ ინფექციებთან გამორიცხული არ არის, შესაბამისად კვლევაში მიღებული სეროპრევალენტოის მაჩვენებელი შესაძლოა, რეალურზე უფრო მაღალი იყოს”, – ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს განცხადებაში.

სეროპრევალენტობის კვლევა თბილისის გარდა ჩატარდა თელავსა და ბოლნისში. შემოდგომაზე კი მისი ჩატარება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S