Accentnews.ge
ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ მისი ოპონენტების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ინიციატორი თავად იყო

ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ მისი ოპონენტების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ინიციატორი თავად იყო

29/06/2020 09:36:44 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აღიარა, რომ საგამოძიებო სამსახურს პირადად დაავალა საქმის აღძვრა საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტებისა და მათი მომხრეების წინააღმდეგ.

როგორც ლუკაშენკო ამბობს, პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ, ქვეყნის შიგნით ვითარება არიონ და „იერიში მოქმედ ხელისუფლებაზე მიიტანონ“.

"დიახ, ეს სიგნალი ციხანოუსკისთან დაკავშირებით ჩემგან მოდიოდა. რა, რაიმე ისე არ გავაკეთე? მე გული შემტკივა ჩემს ქვეყანაზე, რომელზეც ჯერ კიდევ ვაგებ პასუხს. და ყოველთვის ვიქნები პასუხისმგებელი - ნებისმიერ ხარისხში?“, - განაცხადა ლუკაშენკამ ტელეკომპანია „ბელარუს 1“-ის ეთერში.

ცნობისთვის: მაისის ბოლოს პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის სვეტლანა ციხანოუსკაის მეუღლე და მისი საინიციატივო ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S