ბოლო 24 საათში COVID-19–ით აზერბაიჯანში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთში
29/06/2020 08:32:45 მსოფლიო
ბოლო 24 საათში COVID-19–ით აზერბაიჯანში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთში. დღე–ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში COVID-19–ით 534 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო სომხეთში – 482.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში Covid-19-მა 198 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 16 424 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9 026 პირი.
26 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ “თუკი კორონავირუსის ინფექციის გავრცელება ამჟამინდელი ტემპებით გაგრძელდება, აზერბაიჯანის ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება, ვერ გაუძლოს”.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 500 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 016 000–ს გადააჭარბა, 5 557 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 926-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 791 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


