Accentnews.ge
იაპონიაში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ პირველად, COVID-19–ით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იაპონიაში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ პირველად, COVID-19–ით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

29/06/2020 08:18:22 მსოფლიო

იაპონიაში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ პირველად, COVID-19–ით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია 25 მაისის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იაპონიაში კორონავირუსის შემთხვევების მატება ფიქსირდება, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ხელახლად დაწესების საკითხი არ განიხილება.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იაპონიაში Covid-19-მა 971 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 18 390 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 16 505 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 500 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 016 000–ს გადააჭარბა, 5 557 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 926-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 791 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S