Accentnews.ge
საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს სპეცანკეტის შევსება მოუწევთ

საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს სპეცანკეტის შევსება მოუწევთ

29/06/2020 08:07:37 მსოფლიო

საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს ინტერნეტით სპეციალური ანკეტის შევსება მოუწევთ,– იუწყება ადგილობრივი მედია.

სპეციალურ ანკეტაში, რომელიც მგზავრობამდე 48 საათით ადრე უნდა შეივსოს, სავალდებულო იქნება მგზავრის ადგილმდებარეობის მითითება, ასევე იმ ქვეყნების ჩამოთვალა, სადაც ის ბოლო პერიოდში იმყოფებოდა და მისამართის დასახლება, სადაც მგზავრები საბერძნეთში დასვენების დროს დარჩებიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება საბერძნეთში გამგზავრების მსურველებს შემდეგ მისამართზე შეეძლებათ –https://travel.gov.gr.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა 15 ივნისს განაახლა ფრენები ათენისა და სალონიკის აეროპორტებში. პირველი ივლისიდან კი, სხვა აეროპორტების ამოქმედებაც იგეგმება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოში რეგურალურ ავიარეისებზე შეზღუდვა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S