საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა 900 000–ს მიუახლოვდა
29/06/2020 07:54:10 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა 900 000–ს მიუახლოვდა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.
- თურქეთი: 197 239 ინფიცირებული, 5 097 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 16 250 ინფიცირებული, 530 გარდაცვლილი
- სომხეთი: 25 127 ინფიცირებული, 433 გარდაცვლილი
- რუსეთი: 641 156 ინფიცირებული, 9 166 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 500 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 016 000–ს გადააჭარბა, 5 557 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 926-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 791 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


