საქართველოში 3 ივლისამდე მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება
29/06/2020 07:31:39 საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, 3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება თბილისს, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.


