კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან
29/06/2020 07:24:43 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.
„ორივე დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია, ეს გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, შემოტანილი შემთხვევებია ორივე“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მხოლოდ 120 პაციენტი მკურნალობს და გამოჯანმრთელებულების რიცხვმა 85 პროცენტს გადააჭარბა.


