იტალიამ თვითმფრინავის ზედა თაროებზე ბარგის განთავსება აკრძალა
29/06/2020 07:24:46 მსოფლიო
იტალიამ თვითმფრინავის ზედა თაროებზე ბარგის განთავსება აკრძალა. როგორც ქვეყნის ავიაციის სამმართველოში განაცხადეს, აკრძალვა ძალაში 26 ივნისიდან შევა და როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ფრენებზე გავრცელდება.
შეზღუდვის მიზეზად "ჯანდაცვის საკითხები" სახელდება. სამოქალაქო ავიაციის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი აუცილებელია, რათა თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას მგზავრებმა სოციალური დისტანცია არ დაარღვიონ.
ამასთან, თვითმფრინავში კვლავ დაშვებული იქნება მცირე ზომის ჩანთებისა და სხვა ნივთების ატანა, რომელთა მოთავსებაც შესაძლებელია მგზავრის სკამის ქვეშ ან წინ.
სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, ყველა მგზავრს უფასოდ შეეძლება, ჩანთების საბარგო განყოფილებაში მოთავსება.


