Accentnews.ge
სადღეისოდ საქართველოში კორონავირუსის 120 აქტიური შემთხვევაა

სადღეისოდ საქართველოში კორონავირუსის 120 აქტიური შემთხვევაა

29/06/2020 07:13:53 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას მონაცემებით, სადღეისოდ ქვეყანაში არსებულ კოვიდ-ცენტრებში მხოლოდ 120 პაციენტი მკურნალობს. ამდენად, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ აქტიურ შემთხვევებს 85%–ით გადააჭარბა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატებაა:

„დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რონ ამდენი ხანია უკვე, გვიგრძელდება ზომიერი, კონტროლირებადი მატება: დაგვემატა ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა, იყო 924 და ამჟამად არის 926. გამოჯანმრთელებულების რიცხვი ექვსით გაიზარდა და ახლა 791-ია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S