Accentnews.ge
უკრაინაში 10 ივნისის შემდეგ პირველად, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

უკრაინაში 10 ივნისის შემდეგ პირველად, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

29/06/2020 07:17:58 მსოფლიო

უკრაინაში 10 ივნისის შემდეგ პირველად, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში დაავადებით 646 ადამიანი დაინფიცირდა და 18 გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში Covid-19-მა 1 147 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 43 628 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 19 027 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 500 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 016 000–ს გადააჭარბა, 5 557 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 926-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 791 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S