სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის 2–ჯერ შემცირდა
29/06/2020 07:05:09 მსოფლიო
სომხეთში Covid-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი თითქმის 2–ჯერ შემცირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავდებით 482 ადამიანი დაინფიცირდა და 7 გარდაიცვალა, ხოლო გუშინ 736 დაინფიცირდა და 12 დაიღუპა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 433 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 25 127 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 13 297 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 500 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 016 000–ს გადააჭარბა, 5 557 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 926-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 791 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


