Accentnews.ge
საქართველოში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 800–ს მიუახლოვდა

საქართველოში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 800–ს მიუახლოვდა

29/06/2020 06:12:28 საზოგადოება

საქართველოში ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. ამდენად, სადღრისოდ ქვეყანაში COVID-19-ის 926 შემთხვევაა რეგისტრირებული. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ–გვერდზე განახლდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გასულ დღე–ღამეში კოვიდ–ცენტრები ექვსმა პირმა დატოვა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა როდენობა 791–ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S