ინდოეთში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
29/06/2020 06:14:54 მსოფლიო
ინდოეთში ახალი კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 19 459 ადამანი დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში Covid-19-მა 16 487 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 549 197 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 321 774 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 500 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 016 000–ს გადააჭარბა, 5 557 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 924-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 785 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


