"კორონავირუსის ვაქცინას, დიდი ალბათობით, ეფექტურობის მხოლოდ 70-75%–იანი მაჩვენებელი ექნება"
29/06/2020 05:14:07 მსოფლიო
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინას, დიდი ალბათობით, ეფექტურობის მხოლოდ 70-75%–იანი მაჩვენებელი ექნება.
„საუკეთესო შედეგი, რაც კი ვაქცინით მიგვიღია, ეს წითელას ვაქცინა იყო, რომელსაც ეფექტურობის 98-97%–იანი მაჩვენებელი აქვს. არაჩვეულებრივი იქნება, თუ ამას მივაღწევთ, თუმცა არ მგონია, ეს მოხდეს. მე 70-75%–იანი ეფექტიანობის მაჩვენებელიც დამაკმაყოფილებს“, – განაცხადა ფაუჩუმ.
ამასთან, აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ "ვაქცინის შექმნის შემთხვევაშიც კი, აშშ-ში პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავების შანსები დაბალია, რადგან მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს".
CNN-ის მიერ გასულ თვეში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 1/3 ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი.


