მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 500 000-ს გადააჭარბა
29/06/2020 04:28:42 მსოფლიო
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 500 000-ს გადააჭარბა.
Covid-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ–შია დაღუპული. შტატებში დაავადებამ 125 000-ზე მეტი პირი იმსხვერპლა. მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 57 070-ს შეადგენს. მესამე ადგილს 43 634 გარდაცვლილით ბრიტანეთი იკავებს.


