Accentnews.ge
დღეს "სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას გამართავს

დღეს "სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას გამართავს

29/06/2020 04:21:36 საზოგადოება

მოძრაობა „სირცხვილია“ 29 ივნისს თბილისში, პარლამენტთან აქციას გამართვს.

ორგანიზატორები მოუწოდებენ პარლამენტს, მესამე კენჭისყრაზე მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები. ამასთან, მათი მოთხოვნააგიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება.

„2020 წლის 8 მარტს, დასავლელი პარტნიორების ფასილიტაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა ორპუნქტიანი შეთანხმება:

1. უნდა შეცვლილიყო არსებული შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციულთან მიახლოებული 120/30-ზე სისტემით;2. უნდა გათავისუფლებულიყო პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

ჯერ-ჯერობით შეთანხმების არც ერთი პუნქტი ბოლომდე შესრულებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები აქტიურად მოითხოვენ ხელისუფლებისგან შეთანხმების სრულად შესრულებას, “ქართული ოცნების” მთავრობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ გეგმავს.

29 ივნისს 120/30-ზე საარჩევნო სისტემის ფინალური კენჭისყრა იმართება.

11 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” შეასრულოს 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტი“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S