თურქეთში 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
28/06/2020 19:24:49 მსოფლიო
თურქეთში 5.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მუღლას პროვინციაში, მარმარისიში, 61.4 კმ-ის სიღრმეში იყო.
ბიძგები ადგილობრივი დროით 20:43 საათზე დაფიქსირდა.
ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


