ინდოეთში COVID-19ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
28/06/2020 09:04:08 მსოფლიო
ინდოეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მორიგი დღიური რეკორდი დაფიქსირდა: გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში 19 906 ახალი შემთხვევა აღრიცხეს,– იუწყება CNN.
ბოლო ერთ დღეში ვირუსს, 410 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, ქვეყანას 528 859 ინფიცირებული და 16 ათასზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს.
ვირუსი ამ დროისთვის უკვე დაძლია 309 712-მა პაციენტმა.


