Accentnews.ge
ახალი პაციენტებიდან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

ახალი პაციენტებიდან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

28/06/2020 08:53:33 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტიდან ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული:ის 52 წლის სომხეთის მოქალაქეა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 785-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S