ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში Covid-19–ით 517 ადამიანი დაინფიცირდა და 7 დაიღუპა
26/06/2020 15:09:30 მსოფლიო
ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში Covid-19–ით 517 ადამიანი დაინფიცირდა და 7 დაიღუპა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში Covid-19-მა 187 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 15 369 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8 364 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 491 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 716 000–ს გადააჭარბა, 4 252 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 919-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 780 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


