Accentnews.ge
იაპონიაში 9 მაისის შემდეგ პირველად, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იაპონიაში 9 მაისის შემდეგ პირველად, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

26/06/2020 13:36:45 მსოფლიო

იაპონიაში 9 მაისის შემდეგ პირველად, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 100–ზე მეტი ადამიანი დაინფიცრდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, იაპონიაში Covid-19-მა 968 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 18 110 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 16 320 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 491 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 716 000–ს გადააჭარბა, 4 252 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 919-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 780 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S