„ფორმულას“ რამდენიმე ახალი ტელესახე ეყოლება
26/06/2020 08:58:07 საზოგადოება
სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და “ფორმულას“ თანამშრომელი ლუკა ლიფონავა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ახალ გადაცემას “პოლიტიკა და ყველაფერი ერთად” წაიყვანენ,– ამის შესახებ არხის ეთერში ტელეკომპანიის გენდირექტორმა ზუკა გუმბარიძემ ისაუბრა.
როგორც დაანონსდა, გადაცემას მეხუთე წამყვანიც ეყოლება.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში არხი პოლიტიკური და გასართობი გადაცემებით დაიტვირთება: პოლიტიკურ ტოქშოუს წაიყვანს სალომე უგულავა; საავტორო გადაცემა ექნება ირაკლი ტაბლიაშვილს; ახალ გადაცემას იწყებს ნიკა ქავთარაძე.
ამასთან, ცნობილია, რომ 3 ივლისიდან „ფორმულაზე“ ეთერში გავა „პოლიტმეტრი“ ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას ავტორობით.


