თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
26/06/2020 08:23:40 მსოფლიო
თურქეთში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით, 10:21 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი მანისის პროვინცია იყო, თუმცა ბიძგები იგრძნობოდა იზმირში, აიდინესა და მუღლეშიც.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.


