Accentnews.ge
რუსეთში აპრილის შემდეგ პირველად, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში აპრილის შემდეგ პირველად, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

26/06/2020 08:03:13 მსოფლიო

რუსეთში აპრილის შემდეგ პირველად, COVID-19-ით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 6 800 ადამიანი დაინფიცირდა და 176 გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში Covid-19-მა 8 781 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 620 794 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 384 152 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 491 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 716 000–ს გადააჭარბა, 4 252 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 919-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 780 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S