უკრაინაში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
26/06/2020 07:55:20 მსოფლიო
უკრაინაში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა და 1 109 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში Covid-19-მა 1 086 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 41 117 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 18 299 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 491 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 716 000–ს გადააჭარბა, 4 252 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 919-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 780 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


