ბოლო 24 საათში Covid-19-ით სომხეთში 4–ჯერ უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ესპანეთში
26/06/2020 07:46:02 მსოფლიო
ბოლო 24 საათში Covid-19-ით სომხეთში 4–ჯერ უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ესპანეთში. დღე– ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით 13 ადამიანი დაიღუპა და 759 დაინფიცრდა, ესპანეთში კი 3 გარდაიცვალა და 400 დაინფიცირდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 410 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 23 247 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 12 149 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 491 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 716 000–ს გადააჭარბა, 4 252 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 919-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 780 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


