Accentnews.ge
ამერიკელი მეცნიერი Covid-19–ით ინფიცირების ორ ყველაზე დიდ რისკ–ფაქტორს ასახელებს

ამერიკელი მეცნიერი Covid-19–ით ინფიცირების ორ ყველაზე დიდ რისკ–ფაქტორს ასახელებს

26/06/2020 07:22:56 მსოფლიო

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერი ერინ ბრომეიჯი Covid-19–ით ინფიცირების 2 ყველაზე დიდ რისკ–ფაქტორს ასახელებს.

"კორონავირუსით დაავდების 2 ყველაზე დიდი რისკ–ფაქტორი დრო და ადგილია. კერძოდ, რა დროის განმავლობაში ვართ გარკვეულ ადგილზე. მაგალითად, უდიდეს რისკს ქმნის როცა პირისპირ ესაუბრები ადამიანს ხალხმარავალ, დახურულ სივრცეში. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ასეთ ვითარებაში თქვენი საუბარი მეორე ადამიანთან, მით მეტად იზრდება Covid-19–ით ინფიცირების რისკი", – განაცხადა ბრომეიჯმა CNN-თან საუბრისას.

კითხვაზე, რამდენად დიდი საშიშროება, ადამიანი დაინფიცირდეს საგნების ზედაპირებზე შეხებით, ამერიკელმა მეცნიერმა შემდეგი განაცხადა:

"ამ შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირების რისკი მცირეა, თუმცა შესაძლებელია".

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სივრცეში პირბადის ტარება:

"პირბადე არა მარტო მას იცავს, ვინც მას ატარებს, არამედ – მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც".

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 491 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 716 000–ს გადააჭარბა, 4 252 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 919-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 780 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S