Accentnews.ge
სადღეისოდ ქვეყანაში COVID-19–ის 125 აქტიური შემთხვევაა

სადღეისოდ ქვეყანაში COVID-19–ის 125 აქტიური შემთხვევაა

26/06/2020 07:13:17 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, სადღეისოდ საქართველოში არსებულ კოვიდ-ცენტრებში 125 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ეზუგბაია ამბობს, რომ ინფიცირების წყარო ცნობილია.

„დაგვემატა მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა და გვყავს 919. გამოჯანმრთელებულების ციფრი გაიზარდა ოთხით და ამჟამად არის 780. ორი ახალი შემთხვევა დაავადებულებთან კონტაქტები არიან. მთავარია, რომ წყარო ცნობილია: როცა წყარო ცნობილია, ის იმართება“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს.

„აქედან შედარებით ახლო პერიოდში შემოსულ პაციენტებთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომაროებაც არ არის მძიმე – საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“,- დასძინა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S