Accentnews.ge
ირანში, სამხედრო კომპლექსის რაიონში გაზსაცავი აფეთქდა

ირანში, სამხედრო კომპლექსის რაიონში გაზსაცავი აფეთქდა

26/06/2020 06:20:30 მსოფლიო

ირანში, თეირანის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ რაიონში, სადაც სამხედრო კომპლექსია განთავსებული, გაზსაცავზე აფეთქება მოხდა, - იუწყება „როიტერი“ ირანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება პარჩინის ზონაში მოხდა.

„როიტერი“ წერს, რომ დასავლეთის ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მტკიცებით, ირანმა ატომური ბომბის აფეთქებასთან დაკავშირებული ცდები სწორედ ამ ზონაში ჩაატარა, რასაც თეირანში უარყოფენ.

ირანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S