Accentnews.ge
ინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა

26/06/2020 05:20:31 მსოფლიო

ინდოეთში, ბიჰარის შტატში მეხის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა.

ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა გოპალგანჯის რაიონში დაფიქსირდა. დეპარტამენტის განცხადებით, თითოუელი დაღუპულის ოჯახი კომპენსაციის სახით 5 300 აშშ დოლარს მიიღებს.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მომხდარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და დაღუპულთა ოაჯხებს მიუსამძიმრა.

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად ყოველი წლის მაისსა და ივნისში ასობით ადამიანი იღუპება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S