ისრაელში აპრილის შემდეგ პირველად, COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
25/06/2020 20:04:58 მსოფლიო
ისრაელში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 668 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც მედია წერს, მსგავსი დღიური მაჩვენებელი აპრილის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
ისრაელში აქტიური შემთხვევების რაოდენობა 6 ათასს გადაცდა.
შემთხვევების ზრდის გამო ისრაელის ხელისუფლება ქალაქ ბათ იამში, ასევე აშდოდის და თელ-ავივის გარეუბნებში სავარაუდოდ, შეზღუდვებს დააწესებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა გადავადდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ ისრაელში „კოვიდ 19“-ს 309 ადამიანი ემსხვერპლა.


