შაქარაშვილის საქმეში კიდევ ერთი სპორტსმენი ფიგურირებს
25/06/2020 19:41:15 საზოგადოება
მცხეთაში გადახდილ დაბადების დღეზე, რომლის შემდეგაც ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, კიდევ ერთი სპორტსმენი იმყოფებოდა - ძიუდოში ჭაბუკებს შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი, 18 წლის გიგა ტატიაშვილი.
ინფორმაცია ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმაც, დაადასტურეს.
გიორგი ათაბეგაშვილის განცხადებით, მან შეიტყო, რომ დაბადების დღეზე გიგა საკუთარი მანქანით იყო ჩასული, მაგრამ არ იცის, მონაწილეობდა თუ არა ახალგაზრდებს შორის მომხდარ ჩხუბში.
როგორც ცნობილია, ტატიაშვილი მასპინძლის მეგობარია, ვის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზეც დაიწყო კონფლიქტი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. ოთდღიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. საქმეს ამ ეტაპზე ბრალდებული არ ჰყავს.
შაქარაშვილი დღეს დაკრძალეს.
იხილეთ ასევე: შაქარაშვილის ბიძა: „ექსპერტიზით რაც არ უნდა დადგინდეს, ფაქტია, რომ გიორგის გარდაცვალება განპირობებულია წინამდებარე აგრესიით“


