Accentnews.ge
ისრაელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გაახანგრძლივა

ისრაელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გაახანგრძლივა

25/06/2020 13:15:25 მსოფლიო

ისრაელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა,– იუწყება ადგილობრივი მედია.

„მგზავრები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არ არიან, ქვეყანაში არ დაიშვებიან,“ - აღნიშნულია წერილში, რომელიც ავიაკომპანიებმა მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება სატრანზიტო რეისების მგზავრებსაც.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ისრაელმა უცხო ქვეყნების მოქალაქეების ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა მარტში დააწესა.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 22 139 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 308 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S