Accentnews.ge
ლუკაშენკო რუსეთსა და პოლონეთს მისი დისკრედიცატიის მცდელობაში ადანაშაულებს

ლუკაშენკო რუსეთსა და პოლონეთს მისი დისკრედიცატიის მცდელობაში ადანაშაულებს

25/06/2020 13:07:31 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთსა და პოლონეთს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევასა და მისი დისკრედიცატიის მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც ლუკაშენკო განმარტავს, მისი ოპონენტების უკან, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ, უცხო ძალები დგანან".

„აშკარაა, რომ მათ უკან მმართველი პირები დგანან. ჩარევას ახორციელებენ ისინი, ვინც პოლონეთში ცხოვრობენ და ასევე ისინი, ვისი წაქეზებაც რუსეთიდან ხდება. ამ საკითხზე პრეზიდენტ პუტინთან უახლოეს მომავალში შეხვედრაზე ვისაუბრებთ,” - განაცხადა ლუკაშენკომ.

საპასუხოდ კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "რუსეთი სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევას არ აპირებს".

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S