იტალიაში ახალი ე.წ. კლასტერი გაჩნდა
25/06/2020 13:05:18 მსოფლიო
იტალიაში, ბოლონიაში ექსპრეს გადამზიდავი კომპანია "ბარტოლინის" საწყობში ახალი ე.წ.კლასტერი გაჩნდა, – იუწყება იტალიური მედია.
მისივე ცნობით, საწყობის 2 თანამშრომელს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი. აღნიშნულის შემდეგ საწყობის ყველა თანამშრომელს აუღეს ანალიზები და შედეგების თანახმად, 44 ასიმპტომური შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 2 მძღოლია.
როგორ ადგილობრივი მედია იუწყება, კომპანიამ საწყობი დაკეტა, თუმცა მიწოდების სერვისს კვლავ აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში ბოლო პერიოდში ახალი კორნავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად იკლებს. ქვეყანა პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ამსუბუქებს.
იტალია ევროპაში ერთ–ერთი ქვეყანაა, სადაც ახალმა კორონავირუსმა ათასობით ადამიანი შეიწირა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 485 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 535 000–ს გადააჭარბა, 4 181 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 776 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


