პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მუშაობას იწყებენ
25/06/2020 12:11:16 მსოფლიო
სამეფო სტატუსზე უარის თქმის შემდეგ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მუშაობას იწყებენ. წყვილმა შეერთებულ შტატებში პრესტიჟულ სააგენტოსთან კონტრაქტი გააფორმა.
ჰარი და მეგანი სხვადასხვა ღონისძიებასა და ფორუმზე სიტყვით გამოვლენ და ანაზღაურებასაც ამაში მიიღებენ.
სააგენტო ჰარი უოჯერი, სადაც ჰარიმ და მეგანმა მუშაობა დაიწყეს, ნიუ-იორკშია. მის კლიენტებს შორის არიან ობამები, კლინტონები და ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი.


