Accentnews.ge
"ჯანმო ყველა საჭირო ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით არის უზრუნველყოფილი"

"ჯანმო ყველა საჭირო ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით არის უზრუნველყოფილი"

25/06/2020 12:11:54 მსოფლიო

"ჯანმო ყველა საჭირო ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით არის უზრუნველყოფილი", – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ოროგანიზაციისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის თაობაზე აშშ–ის გადაწყვეტილების შემდეგ ორგანიზაციას მხარდაჭერა საფრანგეთმა და გერმანიამ გამოუცხადა.

ბერლინის განცხადებით, იგი ჯანდაცვის მსოფლიო ოროგანიზაციას ნახევარ მილიარდ ევროს გამოუყოფს.

7 აპრილს აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმო "ჩინეთზე ორიენტირებულად" მოიხსენია და თქვა, რომ ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არასწორი იყო. 15 აპრილს ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ ორგანიზაციის დაფინანსებას წყვეტდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S