არასამთავრობოები საზოგადოებას 26 ივნისისთვის დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ
25/06/2020 11:58:04 საზოგადოება
აჭარის ტელევიზიაში ხდება მმართველი პოლიტიკური ძალისათვის მისაღები სარედაქციო პოლიტიკის გატარება, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის განხორციელებას,- ამის შესახებ 11 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები 26 ივნისს აქციას აანონსებენ და საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, წლების განმავლობაში დამკვიდრდა, როგორც მიუკერძოებელი და დაბალანსებული ტელევიზია, რაცაღიარებულია არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ. მაუწყებელმა სამართლიანად მოიპოვა საზოგადოების მაღალი ნდობა და რეპუტაცია იმით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საზოგადოებას აწვდიდა მიუკერძოებელ და დაბალანსებულ ინფორმაციას მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში, მაგრამ დღეს ეს მიღწევები, მოქმედი მენეჯმენტისა და ბორდის პირობებში, საფრთხის ქვეშაა, ვინაიდან ტელევიზიაში ხდება მმართველი პოლიტიკური ძალისათვისმისაღები სარედაქციო პოლიტიკის გატარება, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივიმაუწყებლის იდეის განხორციელებას.ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტისა და ბორდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ემსახურება ტელევიზიის კრიტიკული სარედაქციო დამოუკიდებლობის ჩახშობასა და კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები, მათშორის ალტერნატიული პროფკავშირების წევრები, ხდებიან სამსახურიდან გათავისუფლების, შევიწროებისა და შანტაჟის მსხვერპლნი.რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივიმაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაბალანსებული, მიუკერძოებელი და ობიექტური სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიტყვის თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისათვის.
მოვუწოდებთ საზოგადოებას, შემოუერთდნენ საპროტესტო აქციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად, რომელიც გაიმართება 26 ივნისს, 18:00 საათზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან (მისამართი: მემედ აბაშიძის 41, ბათუმი)
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
2) სამართლიანი არჩევნები
3) საზოგადოებრივი განვითარების აკადემია
4) მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
5) თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
6) დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
7) სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი
8)დემოკრატიის ინსტიტუტი
9) მწვანე სექტორი
10) ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის
11) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი",- ნათქვამია განცხადებაში.


