HBO Max-მა “ქარწაღებულნი” კატალოგში დააბრუნა
25/06/2020 10:46:41 მსოფლიო
HBO Max-მა ფილმი “ქარწაღებულნი” კატალოგში დააბრუნა. ფილმს ორი განმარტება ახლავს თან, რომელშიც "მონობის სიბოროტეზეა" საუბარი.
HBO Max-მა “ქარწაღებულნი” რასიზმის მოტივით კატალოგიდან მიმდინარე წლის 10 ივნისს ამოიღო.
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, "1939 წელს გადაღებული ფილმი ასახავს იმ ეპოქის ეთნიკურ და რასობრივ სტერეოტიპებს, რომლებიც მისი გადაღებისას ამერიკულ საზოგადოებაში არსებობდა და მაშინაც ისეთივე არასწორი იყო, როგორც დღესაა".
ფილმში „ქარწაღებულნი“ აშშ-ის სამოქალაქო ომის (1861-65) პერიოდია ასახული და ფილმს ხშირად აკრიტიკებდნენ მონობის რომანტიზებისთვის.


