Accentnews.ge
„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერზე ინფორმაციის სანაცვლოდ დაწესებული ჯილდო გაორმაგდა

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერზე ინფორმაციის სანაცვლოდ დაწესებული ჯილდო გაორმაგდა

25/06/2020 09:41:06 მსოფლიო

აშშ-მა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერზე ინფორმაციის სანაცვლოდ დაწესებული ჯილდო გააორმაგა. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, პირი, ვინც აშშ-ს ამირა მუჰამედ საიდ აბდელ რაჰმან ალ-მაულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, ჯილდოს სახით 10 მილიონ დოლარს მიიღებს.

აშშ-ის მონაცემებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს ადამიანების გატაცებაში, მკვლელობასა და ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი.

ცნობისთვის: ალ-მაულიმ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის პოზიციაზე აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ჩაანაცვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S