Accentnews.ge
ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის გაიხსნა

ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის გაიხსნა

25/06/2020 09:32:16 მსოფლიო

დღეიდან ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის გაიხსნა. ვიზიტორებს მკაცრი ჰიგიენური ნორმების დაცვა მოეთხოვებათ, აუცილებელია პირბადის ტარება. გამონაკლისს მხოლოდ 11 წლამდე საკის მოზარდები წარმოადგენენ.

ამასთან, ტურისტები კოშკის მხოლოდ მეორე სართულამდე დაიშვებიან.

პანდემიის გამო საფრანგეთში არაერთი ტურისტული ადგილი იყო კარანტინს დაქვემდებარებული. ბოლო პერიოდში ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შემთხვევები მკვეთრად მცირდება.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საფრანეგთში Covid-19-მა 29 731 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 161 348 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 485 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 535 000–ს გადააჭარბა, 4 181 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 776 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S