ჰოლანდიის პრემიერი: "ძალისხმევა არ დავიშურეთ, რომ ქვეყანაში ბორდელები დაგეგმილზე ბევრად ადრე გაგვეხსნა"
25/06/2020 09:10:42 მსოფლიო
3–თვიანი კარანტინის შემდეგ ჰოლანდიაში ბორდელები მუშაობას 1 ივლისიდან განაახლებენ. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მარკ რუტემ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ხელისუფლებამ არ დაიშურა ძალისხმევა, მათ შორის – ფიზიკური, რომ ბორდელები გაგვეხსნა", – განაცხადა პრემიერმა.
მანამდე მთავრობა ბორდელების გახსნას 1 სექტემბრიდან გეგმავდა.
მუშაობის განახლების შემდეგ სექსმუშაკებს მოუწევთ, დაამტკიცონ, რომ მათ კლიენტებს COVID-19–ის სიმპტომები არ აღენიშნებათ.
"ყველა ძალიან ბედნიერია იმ ამბით, რომ ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია, განვაახლოთ მუშაობა. ჩვენ ფული აღარ დაგვრჩა", – განაცხადა ამსტერდამის ერთ–ერთი უბნის სექსმუშაკთა კავშირის პრეზიდენტმა ფელიცია ანნამ.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ჰოლანდიაში Covid-19-მა 6 097 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 49 804 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 485 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 535 000–ს გადააჭარბა, 4 181 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 776 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.


