Accentnews.ge
ჯანმო: "მსოფლიოში საავადმყოფოები ჟანგბადის კონცენტრატორების დეფიციტის საფრთხის წინაშე დგანან"

ჯანმო: "მსოფლიოში საავადმყოფოები ჟანგბადის კონცენტრატორების დეფიციტის საფრთხის წინაშე დგანან"

25/06/2020 08:44:39 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, მსოფლიოში საავადმყოფოები ჟანგბადის კონცენტრატორების დეფიციტის საფრთხის წინაშე დგანან.

"იქედან გამომდინარე, რომ ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დაახლოებით მილიონი შემთხვევა დასტურდება, საავადმყოფოები ჟანგბადის კონცენტრატორების დეფიციტის საფრთხის წინაშე დგანან. ბევრი ქვეყანა უკვე განიცდის ჟანგბადის კონცენტრატორების ​ დეფიციტს. ამ საშუალებებზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი. იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული პაციენტებისთვის. ჩვენ უკვე შევისყიდეთ 14 000 კონცენტრატორი და უახლოეს მომავალში მას 120 ქვეყანაში გავანაწილებთ. ვიმედოვნებთ, მომავალი 6 თვის განმავლობაში კიდევ 170 000 კონცენტრატორის შეძენას შევძლებთ", – განაცხადა გებრეიესუსმა.

​მსოფლიოში ამ დროისთვის Covid-19–ის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყველაზე მკვეთრად აშშ–სა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში იზრდება. ჯანმოს პროგნოზით, მიმდინარე კვირის ბოლომდე მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 10 მილიონს გადააჭარბებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 485 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 535 000–ს გადააჭარბა, 4 181 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 776 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S