Accentnews.ge
ჟიჟილაშვილი და სანაია გადაცემას "ფორმულაზე" წაიყვანენ

ჟიჟილაშვილი და სანაია გადაცემას "ფორმულაზე" წაიყვანენ

25/06/2020 08:21:20 საზოგადოება

ტელეწამყვანები ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია "ფორმულაზე" გადაცემას იწყებენ,- იუწყება "ფორმულა".

გადაცემას კვლავ "პოლიტმეტრი" ერქმევა და იგივე გუნდი მოამზადებს. მაყურებელს მისი ყურება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 21:00 საათზე შეეძლება.

პირველი გადაცემა ეთერში 3 ივლისს გავა.

„წამყვანები ისევ მე და ვახო სანაია ვიქნებით. „პოლიტმეტრის“ ისევ ის გუნდი მოამზადებს, რომელიც 2011 წლიდან ქმნიდა გადაცემას. „პოლიტმეტრი“ საზოგადოებრივ პოლიტიკური პროექტია, რომელიც პოლიტიკური პროცესების მიმდინარე ანალიზით დაკავდება“, - აცხადებს ჟიჟილაშვილი.

სანაიამ და ჟიჟილაშვილმა "TV პირველი" დაახლოებით,10 დღის წინ დატოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S