Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 000–ს გადააჭარბა

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 000–ს გადააჭარბა

25/06/2020 08:08:12 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 000–ს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთშია დაღუპული.

  • თურქეთი: 191 657 ინფიცირებული, 5 025 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 14 305 ინფიცირებული, 174 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 22 488 ინფიცირებული, 397 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 613 994 ინფიცირებული, 8 605 გარდაცვლილი

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 485 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 9 535 000–ს გადააჭარბა, 4 181 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 917-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 776 ადამიანი, ხოლო 14 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S